ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებულ ვერაგულ გეგმას უწოდებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. საზოგადოებრივ მოძრაობას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადახედოს ე.წ. „ევროინტეგრაციის“ პროცესს. მათი განცხადებით, ევროკავშირში „დიფ სთეითის“ იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას.
საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
„არასრულწლოვან ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სქესი გადაიკეთონ ისე, რომ მშობლებსაც არ შეეკითხონ. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომები და მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონი, რომელიც კრძალავს აბსოლუტურად ყველაფერს.
კითხვის ნიშნებიც აღარ არსებობს ამ თემის გარშემო, ვინაიდან ეს არის ხელოვნურად შექმნილი ძალიან ცუდი პრაქტიკა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.