“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ზაჰესის იზოლატორში ყოფნისას, არ ეგონა თუ საგამოძიებო სისტემაში იმყოფებოდა, ვინაიდან, “მშვენივარად ექცეოდნენ, არაფერი ზეწოლა არ ყოფილა”.
ქადაგიძის თქმით, ვისაც ჩახუნაშვილი ეთაყვანება, მისი პრეზიდენტობის დროს რომ მოხვედრილიყო დროებითი მოთავსების იზოლატორში, “გემოზე დალეწავდნენ ძვლებში” და მერე მიხვდებოდა წინა და ახლანდელ მთავრობას შორის რეჟიმი რომელია.
“ჩემო გიორგი, აი ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული – მანიაკ სააკაშვილს ვგულისხმობ, ნეტა ერთხელ მისი “ზეობის ხანაში” მოხვედრილიყავი “კაპეზეზე”, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი განსხვავებას, რომელი მთავრობაა “რეჟიმი” და რომელი – დემოკრატიული!” – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.