„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველის“ კადრს აზიარებს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს პოსტით ეხმიანება.
„კარგი, ვთქვათ, ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუს-მა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო.
ამ ფოტოზე, მათ შორის თქვენს ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუს-მა ბეტონი დაალბო წინასწარ, რომ ღობესთან ერთად ისიც მარტივად გადანგრეულიყო?
არ ვიცი, თავად გჯერათ თუ არა იმ წარმოუდგებელი სიბეცის, რასაც სასოწარკვეთილი პატრონები გავალებენ და შემდეგ თუთიყუშებივით იმეორებთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ თქვენს მაყურებელზე უმდაბლესი წარმოდგენა გაქვთ და ამ სიშლეგეს აჯერებთ.
ვაი, თქვენს პატრონს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
კომენტარები