„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩერგოლეიშვილის თქმით, როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი აქვს და პასუხს სასამართლოს გასცემს.
სავარაუდოდ, საქმე ეხება 4 ოქტომბრის აქციას. მანამდე ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შეხვედრები ბაჩო ახალაიას სახლში ტარდებოდა, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან „წუხილი ისმოდა“.
კომენტარები