დასავლეთში არიან ძალები, რომლებსაც ბოდიშიც არ მოუხდიათ იმის გამო, რომ შესაბამისი შეფასება არ მისცეს 4 ოქტომბრის ამბებს, ვინაიდან მათ ეს ყველაფერი აწყობდათ. მაგრამ არიან ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ადეკვატურად უყურებენ და ფიქრობენ, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება ამას არ განიხილავს ისე, როგორც საჭიროა, შესაბამისი და უარესი, შეიძლება მათ ქვეყანაშიც განმეორდეს, ამიტომ ისინი ამ ყველაფერს ადეკვატურად უყურებენ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა დაკარგა თავისი ღირებულებები და სულ სხვა ტიპის ორგანიზაციად გადაიქცა.
„ჩვენ ვნახეთ გერმანიის თავხედი ელჩის მხარდამჭერი განცხადებები, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მაგრამ ვნახეთ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის შეკითხვები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩის თაობაზე და იმ ქმედებებზე რასაც ის საქართველოში სჩადის – ეს სერიოზული სიგნალია.
იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ფიშერს მხარს უჭერენ, სხვანაირად ეწვით კუდი, რომ ეს მათი დანიშნული და მათი მხარდაჭერილი ადამიანია და მისი ქმედება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ქცევა, რომლითაც ფიშერს მხარს უჭერენ, არის არაადეკვატური, მიუღებელი საქართველო-გერმანიის ურთიერთობისათვის.
როგორ შეიძლება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, ან ევროკავშირის სპიკერი ღიად უყურებდეს როგორ არღვევენ ღობეს, როგორ იჭრებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ამის შემდეგ არავითარ განცხადებას არ აკეთებდეს, რომ დაგმოს ასეთი ანტისახელმწიფოებრივი საქციელი ევროკავშირის კანდიდატობის ქვეყნის მიმართ. მან პირიქით, წააქეზა და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ადამიანებს. ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა კარგავს იმ ღირებულებებს, რაც მას ჰქონდა ადრე და რაც ჩვენ მოგვწონდა“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იღებს რეპრესიულ ზომებს, რომლებიც შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით“.