2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ზამთრის გაწვევის დაწყებისთანავე სომხეთში სამხედრო სამსახურის ვადა, ორი წლის ნაცვლად, წელიწად-ნახევარი იქნება.
აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„თავდაპირველად ეს კანონი 2026 წლის ზაფხულის სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყებისთანავე უნდა ამოქმედებულიყო. დღეს ეს საკითხი თავდაცვის მინისტრთან, უფრო ადრე პარლამენტის წევრებთან განვიხილეთ და გადავწყვიტე, რომ კანონი უფრო ადრე ამოქმედდეს“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
კომენტარები