მედიაჰოლდინგ “რეპორტიორის” დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი “ისფედის” ანგარიშს ეხმაურება.
”მხოლოდ ერთს ვიტყვი: იმდენად კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სასაცილო რომ არ იყოს, სატირალი იქნებოდა…
არადა, კეზერაშვილისა და თემურ ალასანიას კმაყოფაზე მყოფ ხლისტებს დარდი დაუგროვდათ…
მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ რამე ეშველოთ…
აქ იმაზე არაა საუბარი, ან “კვირა” და სხვა საინფორმაციო სააგენტო რამდენ ხელშეკრულებას აფორმებს, ან “ქართული აზრი” რა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურებას უწევს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას…
საუბარი იმაზეა, ჩაკუზული და თვალებგადმოკარკლული უგულავას პოზიდან რომ ვერ გამოდიან დღემდე…
გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის მიერ მართული მედიები მოსწონდათ, ალბათ, ხლისტებს…
როცა უნდოდათ, დახურავდნენ ტელევიზიებს და როცა უნდოდათ, გამომცემლობა “სამშობლოდან” წიხლისკვრით ყრიდნენ მედიასაშუალებებს…
გივი როგორ გყავთ, თარგამაძე, ისე?
სულს ვეღარ გვხდით და მოიწყინეთ?
ხლისტებო!
ჩვენ ჩვენს საკეთებელსაც გავაგრძელებთ და საბედნიეროდ, ქართველი საზოგადოებაც ნათლად ხედავს, ვის ჰქვია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტი და ვის – “მონა ანგარებით!””
❗️
მხოლოდ ერთს ვიტყვი: იმდენად კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სასაცილო რომ არ იყოს, სატირალი იქნებოდა…არადა,…
Posted by გიორგი მამაცაშვილი on Tuesday, October 21, 2025