საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ გვირთან ერთად, საპოლიციო დანაყოფებს ეწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაეცნო იერუსალიმის საოლქო სამეთაურო შტაბის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შტაბ-ბინას, ასევე ისრაელის პოლიციის ელიტური დანაყოფებისა და პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას.
„გეკა გელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს გულთბილი მიღებისა და გაზიარებული ინფორმაციისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა საერთო ძალისხმევით, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
კომენტარები