თუ „ჰამასი“ არ განიარაღდება, ის განადგურდება, – განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტისას. როგორც ჯეი დი ვენსმა განმარტა, „ჰამასის“ განიარაღება 20-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილია და დაჯგუფებამ პირობა უნდა შეასრულოს.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ შეთანხმება იმუშავებს.
„თუ „ჰამასი“ თანამშრომლობაზე უარს იტყვის, განადგურდება. თუმცა ახლა საქმე იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე მოველოდით. ძალიან კარგ ადგილას ვართ და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მან.
კომენტარები