გახარიას პარტიის მხრიდან იმის თქმა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია. თურმე არალეგიტიმურ პარლამენტში შემოდიან და ლეგიტიმური მხოლოდ 12 კაცი იქნება. ეს ყველაფერი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ისინი საკუთარი მოსაზრებებით არასოდეს საქმიანობენ.
„მათ საქართველოსთან მიმართებაში ყველაფერი დივერსიფიცირებულად აქვთ წარმოდგენილი, მათ შორის რევოლუციური პროცესები. ყველაფერი მაინც რევოლუციური პროცესების განხორციელების მიზნით მიდის. ალბათ პარლამენტში შემოსვლაც ამის ნაწილი იქნება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
კომენტარები