უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი ღირებულება, რაც ხელისუფლებამ შექმნა, ეს არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს არის ის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც დაშენდა მთელი სამოქმედო გეგმა, სტრატეგია რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ეფუძნება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე საუბრისას.
მისი თქმით, ამავდროულად ხელისუფლება უზრუნველყოფს პროგნოზირებადი გარემოს შექმნას ინვესტორებისთვის, ასევე მაქსიმალურად გვერდში უდგას მათ და ნებისმიერ მცირე, თუ საშუალო მეწარმეს.
„დღევანდელ ფორუმის ფარგლებში ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ გზაზე, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა, რამეთუ ბევრი კითხვა არსებობდა, როგორ შეძლო საქართველომ ასეთი წარმატების მიღწევა. რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლით იმაზე საუბარს, რომ უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი ღირებულება, რაც ხელისუფლებამ შექმნა, ეს არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს არის ის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც დაშენდა მთელი სამოქმედო გეგმა, სტრატეგია რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ეფუძნება. მეორემ მხრივ, ეს არის უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებული მიდგომით განვითარება და უზრუნველყოფა იმის, რომ სახელმწიფომ შეძლო და გვერდში ედგა და უდგას თითოეულ ინვესტორს, ქართველ მცირე თუ საშუალო მეწარმეს, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე. ამავდროულად ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გამჭვირვალობა და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა ინვესტორებისთვის. თითოეული კომპონენტის თანაფარდობამ უზრუნველყო ის რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება.
წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ ოთხივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, ფაქტობრივად რამდენიმე კვირის წინ, გააუმჯობესა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7-დან, 7.2%-ის პირობებში. მოლოდინები რა თქმა უნდა ძალიან დადებითია, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორი იზრდება ძალიან მდგრადად, სტაბილურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით რომ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატისტიკა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სექტორის – ტურიზმის ინდუსტრიის, სადაც უპრეცედენტოა მათ შორის ჩვენი ქვეყნის წარმატება, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ზოგადად რეგიონში ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ რეკორდულია ტურისტული ვიზიტები; მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა ექვსი მილიონ სამასი ათასზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს და ამავდროულად, რაც ყველაზე სასიხარულოა, ეს არის, ის რომ რეკორდულია ის შემოსავლები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან ნახა და გადააჭარბა 3,6 მილიარდ დოლარს. თითოეული ეს წარმატება პირდაპირპროპორციულად უკავშირდება იმ გადადგმულ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს და ტურიზმი ყოველთვის კარგი მაგალითია ხოლმე, სადაც ჩვენ ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, შემოგვყავს ახალი ავიაკომპანიები, უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და მონაცემები პირდაპირ უკავშირდება ამ ქვეყნებში განხორციელებულ აქტივობებს. შესაბამისად, სტაბილურობით, მშვიდობით, პროგნოზირებადობით და სწორი ხედვითა და სტრატეგიით, ჩვენ დარწმუნებულები, ვართ რომ არსებული წარმატება მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო მეტ წარმატებად გარდაიქმნება“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.