პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, პპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთადერთი შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ღალატის აქტზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ, არის ის, რომ დავალება მიიღონ და შეასრულონ.
როგორც “გორდულაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს ახლაც აქვთ დავალება მიღებული, რომ ძალადობით მოახერხონ ლეგიტიმური ხელისუფლების ცვლილება, რაც საბოლოო ჯამში, “დიფ სთეითის” აგენტურას მოიყვანს ხელისუფლებაში.
“ვინმეს წარმოუდგენია, რომ თინა ბოკუჩავას თუ სალომე ზურაბიშვილის მიწერილი წერილებიდან ან შეხვედრებიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებებს? რა თქმა უნდა, არა, ესეც არის მცდელობა, რომ დაანახონ საზოგადოებას და თვალებში ნაცარი შეაყარონ, თითქოს, ეს ადამიანები რამეს წარმოადგენენ. რეალურად, არც არაფერს არ წარმოადგენენ. მათი ერთადერთი შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ღალატის აქტზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ არის ის, რომ დავალება მიიღონ და შეასრულონ. ახლაც აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ესკალაცია ქვეყანაში, მათ შორის, დამხობის მცდელობაც უნდა ჰქონდეთ. ძალადობით უნდა მოახერხონ ლეგიტიმური ხელისუფლების ცვლილება, რაც საბოლოო ჯამში, “დიფ სთეითის” აგენტურას მოიყვანს ხელისუფლებაში”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.