ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის, „ნოვარტისის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევები განიხილეს.
„ასევე იმსჯელეს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წამლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციური სამკურნალო საშუალებების დანერგვაზე.
მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პაციენტებს ჰქონდეთ ხარისხიან და ინოვაციურ მედიკამენტებზე წვდომა, რაც, საბოლოოდ, გაზრდის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და ეფექტიანობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებიც განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის ინოვაციური პროექტების განხორციელებას“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
