„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, სარჩელი მიმდინარე კვირას შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„მიმდინარე კვირაში უკვე შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვის მიზნით, რომლებიც საქართველოს მიმართ მოღალატეობრივ საქმიანობას ეწეოდნენ და იყვნენ სისხლიანი, სასტიკი რეჟიმის შემოქმედები და უშუალო მონაწილეები“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
კომენტარები
