ხელისუფლებამ კატეგორიულად უნდა მოითხოვოს [პასუხი] – რატომ ერევიან ელჩები და მითუმეტეს ევროკავშირის ელჩი ასეთ საკითხებში, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფ ზვიად ცეცხლაძისთვის ევროკავშირის საელჩოს მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.
„ელჩები უნდა ცდილობდნენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაალაგონ და არა – წაახალისონ ტერორიზმი. ვფიქრობ ეს [წერილი] არამხოლოდ უხერხულია. ყოველდღიური ზეწოლის მცდელობა საზოგადოებაზე, ხელისუფლებაზე დანაშაულის ტოლფასია. ამას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ განცხადებების დონეზე შეფასება, არამედ ხელისუფლებამ კატეგორიულად უნდა მოითხოვოს [პასუხი] – რატომ ერევიან ელჩები და მითუმეტეს ევროკავშირის ელჩი ასეთ საკითხებში“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
