იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა რიგით 36-ე კონფერენციაზე ხმათა უმრავლესობით საბჭოს ახალი წევრი აირჩიეს.
იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი გახდა უზენაესი სასამართლოს მოქმედი წევრი არჩილ კოჭლამაზაშვილი, რომელიც თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
დღევანდელ კონფერენციაზე საბჭოს მოსამართლე წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი დასახელდა, რომელმაც 295 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.
იუსტიციის საბჭოს ახალი წევრის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოს წევრი ლევან ნემსაძე უზენაეს სასამართლოში გადავიდა.
15 წევრისგან შემდგარი საბჭო ამ დროისთვის უკვე სრულად არის დაკომპლექტებული. კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ცხრა მოსამართლე წევრის ნაცვლად, საბჭოს შემადგენლობაში 12 მოსამართლე უნდა შეირჩეს, სამი კი არამოსამართლე წევრია.
კომენტარები
