ევრობიუროკრატების მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე საუბარს ამორალურ უწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მოსამართლე ლევან მურუსიძის თქმით, მოსამართლეები ხალხს და ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.
„პოლიტიკოსების განცხადებები უცხო სახელმწიფოების სანქციებთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და ამორალური. თუმცა, ამას მშვიდად უყურებს სასამართლო სისტემა. ვურჩევდი იმ ქვეყნებს, ვინც სანქციებზე ლაპარაკობენ, რომ თავიანთ სასამართლო სისტემას მიხედონ. როდესაც მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციები იმართება, სხვათა შორის, მუდმივად გამოდიან ევროკავშირის [წევრი ქვეყნების] მოსამართლეები და ამბობენ, ჩვენი მთავრობები გვაწუხებენ და დიდ პრობლემებს გვიქმნიანო.
მე დარწმუნებული ვარ და ამის დასტურია უამრავი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რომლებზეც იყო აჟიოტაჟი შიდა და გარე ძალებიდან, რომლებიც ლანძღავდნენ სასამართლო სისტემას. შემდგომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიიღო სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
