„ხშირ შემთხვევაში ხუთი ადამიანიც კი, ითხოვს დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვას, ბუნებრივია, რომ ალოგიკურთან ერთად, ეს არის კანონდარღვევა,“- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” და მისი ფილიალების მდგომარეობა არ არის მარტივი.
“ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის მარტივი “ნაცმოძრაობის” და მისი ფილიალების მდგომარეობა, ყველა ველზე დამარცხდნენ – არჩევნებში, პარლამენტში, საკრებულოებში, ქუჩაში, მათ შორის, უცხოეთშიც და შესაბამისად, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ადეკვატურია იმ რთული მდგომარეობის, რაც აქვთ პოლიტიკურად. ამიტომაც არის, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბება, მიუხედავად იმისა, რომ იმ ტროტუარსაც ვერ ავსებენ, სადაც იკრიბებიან, პარლამენტის წინ, და რამდენიმე ათეული ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ხუთი ადამიანიც კი, ითხოვს დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვას, ბუნებრივია, რომ ალოგიკურთან და უსამართლოსთან ერთად, ეს არის კანონდარღვევა. თუ რაოდენობა იქნება იმდენი, რომ ბუნებრივად მოხდება გადაკეტვა, ამას თავად პოლიცია ახერხებს ხოლმე”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
