არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ან სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგში დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, საქართველო ყველა კრიტერიუმს და მოთხოვნას, რისი გათვალისწინებითაც თავის დროზე ვიზალიბერალიზაცია მიიღო, აკმაყოფილებს.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ინფორმაციისთვის უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმზე, მაგრამ ეს ზოგადი მექანიზმია. ევროკავშირს, როგორც ვიცი, 60-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა და ამ მექანიზმის ამოქმედება, რომელიც, სავარაუდოდ დეკემბერში იგეგმება, ეხება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას. აქ საუბარია გამარტივებულ მექანიზმზე, მაგრამ აბსოლუტურად სრული პოლიტიკური სპეკულაციაა ამ საკითხის წარმოჩენა ისე და იმგვარად, თითქოს ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება საქართველოს საკითხს, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს და მოთხოვნას, რისი გათვალისწინებითაც საქართველომ თავის დროზე ვიზალიბერალიზაცია მიიღო, აკმაყოფილებს. არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ან სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგში დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს, ეს იქნება მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხი, ეს იქნება კორუფციასთან ბროლის თუ მმართველობითი სისტემის სიჯანსაღის საკითხი. აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმი საქართველოს მწყობრში და თანხვედრაში აქვს ევროკავშირი სტანდარტებთან. შესაბამისად, ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა და საქართველოს დასჯა მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით გაიმარჯვებს ევროპაში გონიერი, პრაგმატული პოლიტიკა და ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
