ვიზალიბერალიზაცია რომ სიტყვიერი შანტაჟისა და ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდია ჩვენთან მიმართებაში, ეს ფაქტია და ჩვენ ამასთან ბრძოლა ვისწავლეთ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა დეკემბრის ბოლოსთვის დაგეგმილ, ევროკომისიის წლიურ ანგარიშზე საუბრისას.
„ახლა განსაკუთრებული არაფერი ხდება. დაგვაშინებენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, მაგრამ რეალურად ამ ნაბიჯის გადადგმის რესურსი გააჩნიათ თუ არა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ვხედავთ, რომ თვითონ ევროკავშირში არ არის ერთიანობა, ჩვენც გვყავს იქ ჩვენი მოკავშირეები და იქ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღების შეფერხების გამო ევროკავშირი დღეს არ არის ისეთი ეფექტური, რომ ეს მუქარები რეალობად იქცეს“, – აღნიშნა ისტორიკოსმა.
კომენტარები
