საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედი დეპუტატის ვიდეომიმართვას ეხმიანება.
„ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო.
მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს რაც შარშან მაიდნისკენ მის მოწოდებას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
შვედი დეპუტატი, დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს: ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს წაართვეს ქართული დემოკრატია და საქართველოს ევროპული გზა. დღეს კი ისევ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და ევროპის მომავალში ცხოვრებისთვის მიმართული მისწრაფებებისადმი.
