რაც უფრო მეტი იქნება ასეთი უსამართლო განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, მით უფრო ღრმად დარწმუნება ქართული საზოგადოება იმ სიმართლეში, რასაც ჩვენ უკვე სამი წელია, ვეუბნებით, – აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერი შვედი დეპუტატის ვიდეო მიმართვის შეფასებისას.
მაჭარაშვილის განცხადებით, შვედი დეპუტატის მიმართვა მორიგი ნათელი დადასტურება იმისა, თუ რა გზას ადგას ევრობიუროკრატია.
„რაც უფრო მეტი იქნება ასეთი უსამართლო განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, ეს შვედეთის დეპუტატი იქნება, თუ ნებისმიერი ჩინოვნიკი ევრობიუროკრატიიდან, მით უფრო ღრმად დარწმუნება ქართული საზოგადოება იმ სიმართლეში, რასაც ჩვენ უკვე მესამე წელია, ვეუბნებით საქართველოს საზოგადოებას. თავად ევრობიუროკრატია პირდაპირ ნიღაბს ჩამოიხსნის ხოლმე და პირდაპირ ეუბნება ქართულ საზოგადოებს, რომ როგორც „ჩვენ ვიქცევით – ლგბტ პროპაგანდას ვეწევით, რასაც გვეტყვის დიფსთეითი უპირობოდ ვასრულებთ – თქვენც ასე თუ არ მოიქცევით, მაშინ თქვენ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი,“ რაც სხვათაშორის დაადასტურა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. ეს არის ნათელი დადასტურება თუ სამწუხაროდ, რა გზას ადგას ევრობიუროკარტია“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
