ეს პირველ რიგში, ეწინააღმდეგება იმ ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს, – აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი შვედი დეპუტატის ვიდეო მიმართვის შეფასებისას.
მისივე თქმით, ეს გზავნილი არის ქვეყანაში არეულობის შექმნის მცდელობა.
„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ხელოვნურ სუნთქვაზე ყავდეთ ის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც აქციაზე დგას და შორიდან მოახდინოს მათი წახალისება. ეს პირველ რიგში ეწინააღმდეგება იმ ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს“, – აცხადებს ლაშხი.
კომენტარები
