26 ოქტომბრის არჩევანით ქართველმა ხალხმა ჩვენ მოგვცა სრული ლეგიტიმაცია, რომ ჩაგვეტარებინა პროცესი, რაც გულისხმობდა საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას და ამ გამყარების პროცესში თქვენ ნახეთ, როგორი რთული პერიოდები გამოვიარეთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ დაფიქსირებული არჩევნების შედეგები შეაფასა და მათი საპარლამენტო მოღვაწეობის ერთი წელი შეაფასა.
„ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა 2024 წლის 26 ოქტომბერს და მტკიცედ თქვა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი არაფერში გაიცვლება, მათ შორის, არც ვიზებში, არც გარედან დაკრულ ტაშში, არც გარედან შექებებში. რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა იმას, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა, რომ ომის სცენარები ვერ განიხილება – ვერავის ავაოხრებინებთ ქვეყანას და რაც მთავარია, ის შიდა მაოხრებელი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათი აკრძალვის დაპირება, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ზუსტად ეს დაპირება გადიოდა ასევე არჩევნებზე.
26 ოქტომბრის არჩევანით ქართველმა ხალხმა ჩვენ მოგვცა სრული ლეგიტიმაცია, რომ ჩაგვეტარებინა პროცესი, რაც გულისხმობდა საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას და ამ გამყარების პროცესში თქვენ ნახეთ, როგორი რთული პერიოდები გამოვიარეთ. მათ შორის, ახლაც ვხედავთ, გარედან არ წყდება მფარველობა იმ მავნე, დესტრუქციული ძალების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახლაც მოიძებნება. ამავე დროს გამოვიარეთ პროცესი, რომელმაც მოგვცა საფუძველი, რომ უახლოეს დღეებში უკვე საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და „ნაცობის“ იდეა აიკრძალოს – ამ ბოროტი „ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშ გაერთიანებული ყველა ადამიანის, სუბიექტი იქნება ეს თუ აქტორი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყნისთვის ზიანი მიეყენებინა. სწორედ ეს დავალება მოგვცა ქართველმა ამომრჩეველმა 26 ოქტომბრის არჩევნებით“, – განაცხადა წილოსანმა.
