განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი გადაეცათ: ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ბურძენიძე; ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი თინათინ ფრუიძე; ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის მასწავლებელი კლარა ფოცხვერაშვილი; წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა ჭანტურია; თბილისის 37-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ჩხაიძე; დუშეთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ელენე პატაშური; თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მასწავლებელი ნელი გელაშვილი; ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მასწავლებელი შორენა ყარალაშვილი; დაბა შუახევის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძე.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
ამასთან, ყოველწლიურად ამ დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი.
