28 ოქტომბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +25 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი.
მზეა ოზურგეთშიც, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მცირე წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +21 ქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
