ისინი რუსეთის სამხედრო მანქანას ამარაგებენ საწვავით, ავსებენ ტანკერებს ნავთობპროდუქტებით. ამით არღვევენ სანქციებს, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებზე საუბრისას.
მისი თქმით, საქართველოს უსამართლოდ სდებენ ბრალს თავად კი ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლით რუსეთში საწვავის და ალკოჰოლური სასმელების შესვლის გზებს.
„საქართველოს ყოვლად უსამართლოდ ბრალს სდებენ ისეთ ქმედებაში, რაც ჩვენს ქვეყანას არ ჩაუდენია. ვიცით მონაცემი ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის თვალსაზრისით თუ როგორ დგას პირველ ადგილზე ამ რეგიონის ქვეყნები მაშინ, როდესაც იქ ელემენტარულად არ აქვთ წარმოება ალკოჰოლური სასმელების. ნათელია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ხდება სრულიად უმიზეზოდ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე ზეწოლა და სამაგიეროს გადახდის მცდელობა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
