ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ბრალდებულ ნინო დათაშვილზე პროკურატურამ იშუამდგომლა, რომ გირაო შეფარდებოდა, დაკმაყოფილებულია, ნაცჯალათების უსისხლო სისტემა რეპრესიებზე იყო კონცენტრირებული, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, მართლმსაჯულებაში, პენიტენციურში და სამართალდამცავ სტრუქტურებში ჰუმანურობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერაა.
„ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ბრალდებულ ნინო დათაშვილზე პროკურატურამ იშუამდგომლა, რომ გირაო შეფარდებოდა, დაკმაყოფილებულია; ნაცჯალათების უსისხლო სისტემა რეპრესიებზე იყო კონცენტრირებული.
მართლმსაჯულებაში, პენიტენციურში და სამართალდამცავ სტრუქტურებში ჰუმანურობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერაა. ათასგვარი ტოქსიკური ჭორები არსებულ ე.წ. არაადამიანურ მიდგომებზე რჩება ნაცსექტის ბოროტ ფანტაზიებში. ამჟამინდელ მმართველ გუნდს უსინდისოდ აბრალებენ იმას, რაშიც თავად იყვნენ გაწაფულნი – ნაცრეჟიმისას, ნინო დათაშვილი თავს რომ დასხმოდა ოფიცერს, გირაოს კი არა, წამების „კარანტინებში“ გაატარებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, დათაშვილი 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა“, – წერს აბაშიძე.
