დადიანის ქუჩაზე, სადაც მე-10 სკოლის მოსწავლეები და მშობლები აქციას მართავენ, ავტომანქანით შეიჭრა დრიფტერი, რომელმაც ავტომობილით საშიში მანევრების გაკეთება დაიწყო და შეკრებილებში პანიკა გამოიწვია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლებით დაიწყეს.
დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეები და მშობლები აქციას მეორე დღეა მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ დანგრეული მეათე სკოლის აშენებამდე, სამინისტრომ უზრუნველყოს ალტერნატიული ფართით, სადაც განათლების მიღებას შეძლებენ.
კომენტარები
