30 ოქტომბერს, ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე წვიმაა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმიანი დღეა, +15 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +10, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
