ერთადერთი, ვინც წყვეტს, რა შედის საქართველოს ინტერესებში, არის ქართველი ხალხი და შეერთებული შტატები ვერ გადაწყვეტს, რა არის საქართველოსთვის უკეთესი, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა წარმოშობით ქართველი ჟურნალისტის, ელიზაბეტ ლეინის პოდკასტში. სენატორმა შეშფოთება გამოთქვა კოლეგების გამო, რომლებიც ვაშინგტონში ქართულ ოპოზიციას ლობირებენ და მწვავედ გააკრიტიკა „მეგობარი აქტი“.
„დღეს კონგრესში გვაქვს კანონპროექტი, რომლითაც საქართველოს დასანქცირებას ცდილობენ, თუ საქართველო მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ვაშინგტონში პრორუსულად ჩათვლიან. როდის მერე გახდა ეს ვაშინგტონის საქმე? ერთადერთი, ვინც წყვეტს რა არის საქართველოს ინტერესებში, არის ქართველი ხალხი. შეერთებული შტატები ვერ გადაწყვეტს რა არის უკეთესი საქართველოსთვის, ამიტომ მე ამ კანონპროექტის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის შეჩერდეს“, – განაცხადა პოლმა.
