გაერო-ს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბულგარეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იარაღის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც ის სუდანურ დაჯგუფებებს მიჰყიდეს.
ევროკავშირში წარმოებული იარაღი სუდანში მიმდინარე კონფლიქტს კიდევ უფრო აღვივებს.
ამის შესახებ ბრიუსელში სუდანის ელჩი საუბრობს.
გაერო-ს გამოძიების მიხედვით, ბულგარეთმა იარაღი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიტანა, საიდანაც ის სუდანურ დაჯგუფებებს მიჰყიდეს. ევროკავშირში სუდანის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, მის ქვეყანაში სამოქალაქო ომი „ძველ კონტინენტზე“ წარმოებული იარაღით მიმდინარეობს.
სუდანის წარმომადგენელმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მასალის მიყიდვა არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის.
ამ წლის დასაწყისში, გაერო-ს ექსპერტებმა გამოძიება ჩაატარეს საამიროების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე, თითქოს, ის სუდანის კონფლიქტში მეამბოხე დაჯგუფებებს უჭერს მხარს.
თუმცა, აბუ-დაბი კონფლიქტში რაიმე სახის ჩართულობას უარყოფს.
ტელეარხ France 24-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ საბრძოლო მასალა, რომელსაც საამიროები სუდანურ დაჯგუფებებს აწვდიდა, ევროკავშირის წევრ ბულგარეთში იყო წარმოებული. არადა, ევროკავშირს სუდანის წინააღმდეგ იარაღის მიწოდებაზე, უკვე დიდი ხანია, ემბარგო აქვს დაწესებული.
გაერო-ს ექსპერტებს ბულგარეთმა დაუდასტურა, რომ 2019 წელს საამიროებში საბრძოლო მასალის ექსპორტი ნამდვილად განახორციელა, თუმცა განმარტა, რომ სუდანში მისი რეექსპორტის ნებართვა არ გაუცია.
ევროკავშირში სუდანის ელჩმაც დაადასტურა, იარაღი მესამე ქვეყნებისთვის განკუთვნილი არ ყოფილა.
https://bntnews.bg/news/proizvedeni-v-es-orazhiya-podhranvat-konflikta-v-sudan-1365439news.html
