აბსურდია, არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს, არც მოწამვლებზე, ეს იყო კლინიკური შრომა, მედიკების კეთილი სურვილი, თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო, – განაცხადა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა. საკითხზე მან მედიასთან საქალაქო სასამართლოში გამოკითხვამდე ისაუბრა.
ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით სუსში დაიბარეს.
