ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილი ხელმძღვანელი, ფედერიკა მოგერინი „ძალიან მშვიდადაა“ მიმდინარე თაღლითობის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელშიც ის ეჭვმიტანილად არის დასახელებული, – განაცხადა მისმა ადვოკატმა ოთხშაბათს მას შემდეგ, რაც წინა დღეს ბელგიის ხელისუფლებამ ის რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხა და მისი ბრიუსელის რეზიდენცია გაჩხრიკა.
„სრულად ვენდობი მართლმსაჯულების სისტემას და მჯერა, რომ დადგინდება კოლეჯის მოქმედების სისწორე“, – ნათქვამია მოგერინის განცხადებაში. მისივე თქმით, გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლებს.
„მოგერინიმ უპასუხა სრული გამჭვირვალობით, ის ძალიან მშვიდადაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მძიმე განსაცდელია მისთვის, ვისაც დიდი თავდადება გამოუჩენია ევროპული ინსტიტუტების მიმართ, რასაც მისი სამუშაო გამოცდილებაც მოწმობს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფედერიკა მოგერინი 2 დეკემბერს დააკავეს. თუმცა, ის მეორე დღეს გაათავისუფლეს, რადგან, პროკურორის განმარტებით, მიმალვის რისკი არ არსებობს.
