აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და მის სიძეს, ჯარედ კუშნერს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან „საკმაოდ კარგი შეხვედრა“ ჰქონდათ. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განუცხადა.
„არ ვიცი, რას აკეთებს კრემლი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ უიტკოფსა და კუშნერს პუტინთან საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ“, – განაცხადა ტრამპმა.
„პუტინს ომის დასრულება სურს, ეს არის უიტკოფისა და კუშნერის შთაბეჭდილება შეხვედრის შემდეგ. ვფიქრობ, მას სურს, დაუბრუნდეს უფრო ნორმალურ ცხოვრებას“, – დასძინა მან.
კომენტარები
