თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის შავი ზღვის სანაპიროსთან რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, თურქეთის სურვილია, რომ ომის მიუხედავად ენერგორესურსების მიწოდება დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს.
„იმედია, ეს საზარელი ომი დასრულდება, მაგრამ დღეს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს – რუსეთს და უკრაინას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ომს მიღმა რჩებოდეს“, – განაცხადა ბაირაქტარმა.
მან კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და დაასახელა კასპიის მილსადენის კონსორციუმის კუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მისი თქმით, დაცული უნდა იყოს.
კასპიის მილსადენის კონსორციუმი ყაზახეთის ნავთობის 80%-ის ექსპორტს ახორციელებს. 29 ნოემბერს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე უკრაინის დრონების თავდასხმის შედეგად კასპიის მილსადენის კონსორციუმის შავი ზღვის ტერმინალის მუშაობა დროებით შეწყვიტა.
„როიტერის“ ცნობით, მოგვიანებით ყაზახეთში განაცხადეს, რომ ყაზახეთი დეკემბრის თვეში მეტ ნედლ ნავთობს გადაამისამართებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისკენ.
