პირველ დეკემბერს, დუბლინის აეროპორტში დაშვებისას ოთხმა ამოუცნობმა დრონმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა. ინფორმაციას ირლანდიური მედია ავრცელებს.
თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან თვითმფრინავი აეროპორტში დაგეგმილზე რამდენიმე წუთით ადრე დაეშვა. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ზელენსკი დუბლინში მეუღლესთან ერთად იყო ჩასული.
კომენტარები
