უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაში უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი მონაწილეობდნენ.
მანამდე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მომლაპარაკებლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი გამართავდა.
კომენტარები
