უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოდან და უმაღლესი მთავარსარდლის შტაბიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის 5 დეკემბრის №901-902/2025 ბრძანებულებებში.
28 ნოემბერს ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიმართ მისი გათავისუფლების გამო წყენა არ აქვს. ერმაკის თქმით, ზელენსკი ამ თანამდებობამდე მისი მეგობარი იყო და ასეთად დარჩება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.
კომენტარები
