პრემიერი კობახიძე იმყოფება საჭირო დროს და საჭირო ადგილას. აშხაბადში ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ფორუმზე, – წერს “პირველი არხის” ანალიტიკოსი, გიორგი გვიმრაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ლიბერალურ საზოგადოებას “უნიპოლარული სამყაროს ნაბახუსევი” აქვს და ჯერ ვერ ეგუება ახალ რეალობას, თუმცა, ბევრად მნიშვნელოვანია ხელისუფლება იაზრებდეს ამ რეალობას და შესაბამისად მოქმედებდეს, რასაც ამ ვიზიტით აკეთებს კიდეც.
“პრემიერი კობახიძე იმყოფება საჭირო დროს და საჭირო ადგილას. აშხაბადში ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ფორუმზე. ის რომ ლიბერალურ საზოგადოებას უნიპოლარული სამყაროს ნაბახუსევი აქვს და ჯერ ვერ ეგუება ახალ რეალობას ეს არაფერს ნიშნავს. ბევრად მნიშვნელოვანია ხელისუფლება იაზრებდეს ამ რეალობას და შესაბამისად მოქმედებდეს, რასაც ამ ვიზიტით აკეთებს კიდეც”, – წერს გიორგი გვიმრაძე.
