კორპორაციული მმართველობის პირობებში საერთოდ გაუქმდება სახელმწიფოს არსი, ხოლო მოქალაქეები გახდებიან კონკრეტული ოჯახების მომსახურე პერსონალი, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.
მისი განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის შედეგად ადამიანთა უმეტესობა უარს იტყვის საკუთარ სქესზე და მოგონილი “გენდერული იდენტობის” საფარქვეშ ცხოვრების გაუკუღმართებული წესი ნორმად დაკანონდება. შათირიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ის დიდი მიზანი, რომლისკენაც არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები მიმდინარე პროცესებით მიიწევენ.
„რაც ყველაზე ტრაგიკულია, ლგბტ პროპაგანდის შედეგად ადამიანთა უმეტესობა უარს იტყვის საკუთარ სქესზე და მოგონილი “გენდერული იდენტობის” საფარქვეშ ცხოვრების გაუკუღმართებული წესი ნორმად დაკანონდება. სწორედ ეს არის ის დიდი მიზანი, რომლისკენაც არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები მიმდინარე პროცესებით მიიწევენ. მოცემულ ვითარებაში ოპტიმისტური განწყობის შექმნა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, თუ რა შესაძლებლობები აქვთ ოლიგარქებს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ დიდ ძალას დავუპირისპიროთ, არის სიმართლე. არც ჩვენ და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა შევცდეთ, არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდას და არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, რომ საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ისტორია, რწმენა და ტრადიციები – რაზეც საუკუნეებია დგას არა მხოლოდ ქართველი, არამედ ძირძველი ევროპული ცივილიზაცია.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.
