შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წვრთნები ჩაუტარდათ.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დავით თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
„წვრთნები მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს. მსგავსი ტიპის სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელებისთვის სისტემატურად ტარდება და მიზნად ისახავს მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას“, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.
კომენტარები
