კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება 168 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 677 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მასკის წილი კომპანია SpaceX-ში (42%) სატენდერო წინადადების შემდეგ 336 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. SpaceX-ის ორმა ინვესტორმა გამოცემას განუცხადა, რომ კომპანიის ღირებულება 800 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა აგვისტოში ის 400 მილიარდი დოლარი იყო.
Forbes-ის მტკიცებით, ამრიგად, მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანია SpaceX-მა 2026 წელს საკუთარი აქციები გასაყიდად საჯაროდ გაიტანა. მოსალოდნელია, რომ კომპანიის ღირებულება 1,6 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. თუ ეს ასე მოხდება, მასკი, შესაძლოა, ტრილიონერი გახდეს.
როგორც Forbes-ი წერს, ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მასკს კომპანია Google-ის თანადამფუძნებელი ლარი ფეიჯი მოჰყვება, რომლის ქონება 253,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
