პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როდესაც მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა.
დეპუტატის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, თუ რაოდენ უსამართლო იყო საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით,“ – აღნიშნა მან.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, თუ რაოდენ უსამართლოდ იყო ნებისმიერი სანქცია გამოყენებული საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით. რეალურად კი, ეს იყო საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
