ამერიკაში ახალგაზრდა ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ჩვენო ემიგრანტებო, მძიმე ამბის შეტყობინება მიწევს… ჩვენ თამაზ მარღიშვილს (რიჟას), გარდაეცვალა ვაჟიშვილი – ოთო (ოთარ მარღიშვილი). ანგელოზივით ვაჟკაცი აღარ გვყავს… პანაშვიდი – ხუთშაბათს, 18 დეკემბერს 4 საათიდან 9 საათამდე – 323 Avenue U, Brooklyn, NY 11223.
პარასკევს იგეგმება ოთიკოს სამშობლოში გადასვენება… საქართველოში პანაშვიდებისა და გასვენების ზუსტ დღეებს მოგვიანებით შეგატყობინებთ… გთხოვთ, მოიხსენიეთ ლოცვებში ახლად შესვენებული მონა ღვთის ოთარი.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა, სადა იგი არა არს არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. ამინ!“ – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
„ჩვენი საუკეთესო ბიჭი აღარ არის…“.
„ოთო, რა უნდოდა შენთან სიკვდილს ბიჭო?!“
„როგორ დამწყვიტე გული, საოცარო ადამიანო…“
„საუკეთესო ვაჟკაცი აღარ გვყავს… როგორ უნდა ანუგეშო გამწარებული მშობლები…“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
