საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის მიმართულებით არსებული ცვლილებები განიხილეს. მინისტრებმა აღნიშნულ სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება:
„მინისტრმა აღგვითქვა მაქსიმალური მხარდაჭერა იმ რეფორმების მიმართ, რასაც თავდაცვის უწყებაში ვახორციელებთ. ასევე, მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაგრძელებთ ერთად ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას. ასევე განვიხილეთ პერსპექტივები იმისა, რომ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობის ხარისხი,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
კომენტარები