რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე თავდასხმას არ გეგმავს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებზე თავდასხმას. რუსეთი არ ისწრაფვის იმ დამპყრობლური მიზნებისკენ, რომლებსაც ჩვენს ქვეყანას მიაწერენ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მან შეახსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები იმის შესახებ, რომ მოსკოვი მზად არის ეს იურიდიულად დააფიქსიროს.
კომენტარები

