ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის შეტაკებები მოხდა.
როგორც „როიტერი“ წერს, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა.
სირიული მედიის ინფორმაციით, ქურთების მეთაურობით მოქმედმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ალეპოს საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
შეტაკებების დაწყებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
შეტაკებები სირიაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის ვიზიტიდან რამდენიმე საათში დაიწყო.
კომენტარები

