არაბების მიმართ გუბაზ სანიკიძის ზიზღმა განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია, თუმცა, მისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, მას ქართველებიც ეზიზღება და როგორც ჩანს, ადამიანების მიმართ მისი დამოკიდებულება ასეთია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გუბაზ სანიკიძეზე საუბრისას.
მისივე თქმით, არანაირი მეჩეთის აშენებაზე საუბარი არ არის.
„ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც უცხოელებს, მათ შორის არაბებსაც შეეძლებათ ისეთივე რეგულაციებით და წესებით იყიდონ ბინები, როგორც მათ შეუძლიათ ახლაც. „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებით რა აზრიც გუბაზ სანიკიძეს და მის მიმდევრებს უნდა გამოეტანათ, ეს არის ამ პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის და სწორედ ეს არის, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

