„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას თანამდებობაზე ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს.
ის ასევე ეხმაურება „ნაცმოძრაობის“ წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვა, რომ „როცა ტექნიკური პრობლემები გაქვს, პოლიტიკურ პრობლემებზეც რაღაც დონეზე ისახება“.
თინა ბოკუჩავა თანაპარტიელს ურჩევს, ჭორებს არ აჰყვეს.
„ვერ გეტყვით ირაკლი ფავლენიშვილი რას გულისხმობდა. ჩემი 13 – წლიანი პოლიტიკური საქმიანობის მანძილზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გადაწყვეტილება, რაც მივიღე იყო ის, რომ ის დაინიშნა თავმჯდომარის მოადგილედ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება ძალიან დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში მაგრამ არა ჭორებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გავრცელებულ ინფორმაციას პარტიაში ცვლილებებთან დაკავშირებით არ ადასტურებს ლევან სანიკიძეც.
„ეს არის სრული სიცრუე“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

